ავტორი:

"ბუკა მოინახულა დღესაც ადვოკატმა. კარგად არის, იქიდანაც მე მამხნევებს" - რას წერს დაკავებული ექსმინისტრის მეუღლე და რას აცხადებს ადვოკატი?

"ბუკა მოინახულა დღესაც ადვოკატმა. კარგად არის, იქიდანაც მე მამხნევებს" - რას წერს დაკავებული ექსმინისტრის მეუღლე და რას აცხადებს ადვოკატი?

28 აპრილს, ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო ევროპულ მარშზე დაკავებულ ბუკა პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის მეუღლე ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში წერს:

ვიცი, ყველას გაინტერესებთ და ამიტომ ვწერ: ბუკა მოინახულა დღესაც ადვოკატმა. კარგადაა, მხნედაა, იქიდანაც მე მამხნევებს და მადლობა ყველას მისგან და ჩემგანაც ჯერ ისევ არ ვიცით, როდის ჩაინიშნება სასამართლო, ვადა დაკავების არის 48 საათი. დღეს თუ არა ხვალ, სასამართლო უნდა ჩაინიშნოს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას, კეთილო ადამიანებო".

ადვოკატის ლევან სამუშიას კომენტარს "მთავარი არხი" აქვეყნებს:

"ვნახე ბუკა პეტრიაშვილი. არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. ხელებაწეულ, ზურგით მდგარ ადამიანს მოკიდეს ხელი და დააკავეს. ეს იყო წინასწარ განზრახული ბრძანება. ეს გარკვეული გზავნილია ყველასთვის, რომ სახელმწიფო მინისტრი, ის ადამიანი, რომელმაც ბევრ გააკეთა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დაკავებულია".