ავტორი:

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს" - თბილისის მერია

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს" - თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.